ფიქრები ძილამდე! უსასრულო ფიქრები! ფიქრები სიხარულზე, სიყვარულზე, მეგობრებზე,მშობლებზე. თითქოს ეძინება, თვალებს ხუჭავს, თუმცა ვერ იძინებს...უნდა იფიქროს...ახლა უკვე იმ ყვითელ, მრგვალ, განათებულ წერტილს შესცქერის ფანჯარაში რომ მოჩანს, ყოველ ღამე მესაიდუმლესავით მის ფანჯარასთან რომ მიიპარება...ნელა და ჩუმად...დიდი საიდუმლოებებს რომ ფარავს...სადღაც მორცხვად რომ ხრის თავს...შემდეგ მოფრინდებიან ციცინათელები...ფანჯრის წინ ფრთხილად მოიპარებიან..იჭყიტებიან. აინტერესებთ თუ ღვიძავს..როცა მიხვდებიან და დაინახავენ რომ ფიქრების ბურუსშია გახვეული, თავის გეგმის შესრულებას იწყებენ...ერთმანეთში ჩურჩულებენ და ვარსკვლავებთან თამაშობენ..ყურადღების მიქცევას ცდილობენ იმ ლამაზი თვალებისგან, მხოლოდ ერთ წერტილს რომ მიშტერებია და მასში რაღაც საინტერესოს რომ ეძებს, მაგრამ სად? როგორ? ვის აინტერესებს ლამაზი, ცელქი, ანცი ციცინათელები? ვერც კი ამჩნევს ფიქრებში დაკარგული..მიყვაბე, მიყვება, მისდევს უსასრულო ფიქრებს , ერთიდან მეორეზე, მეორედან მესამეზე და ბოლოს ლამაზად დახუჭავს თვალებს...ნაზად იწყებს სუნთქვას..შეუმჩნევლად..სახეზე ღიმილი დასთამაშებს..ტუჩის კუთხეებს ოდნავ მაღლა წევს...რაღაც ესიზმრება..გულში ჩაყოლია ის ლამაზი ფიქრები და ალბათ გაგრძელდება დილამდე, სანამ მაღვიძარა არ დარეკავს...სანამ თვალებს არ მოიფშვნიტავს და სკოლაში არ წავა. მერე ისევ ძილის დრო მოვა... ახლა როგორ უნდა ის სიზმარი გაგრძელდეს..ისევ ფიქრს იწყებს, ისევ მეგობრები, ისევ ოცნებები, დროებით აუხდენელი ოცნებები. დიდი იმედები. ფიქრები: " ხვალ ვნახავ...ხვალ...აუცილებლად ვეტყვიი, ყველაფერს ვეტყვი, რამდენი რამ მაქვს სათქმელი." ყოველი ღამე ამით იწყება..იხსენებს...წარმოიდგენს..გრძნობს...ამბობს...:( მარტო მას ღვიძავს.. მარტო ის ფიქრობს ასე უსასრულოდ...უფრო ოცნებობს.." იქ წასვლა უნდა, სადაც ლამაზი ეიფელი დგას, ემოციებით , გრძნობებით, სყვარულით გაჟღენთილი...იქ სადაც ყველას უნდა...იმ სიზმრებში და იმ ფიქრებში...როგორ უნდა პირამიდების სამყაროში დაკარგვა, ზოგჯერ წარსულში...შორეულ წარსულში მოგზაურობა...იმდენი რამ სმენია მათზე..ხან წიგნის გმირებთან შეხვედრა, გაცნობა და მათთან ერთად ცხოვრება...ბევრი რამ სურს..ყველაზე მეტად ოცნებების ასრულება...მეგობრების ნახვა...მშობლების გახარება...და....უცბად იწყებს ნაზად სუნთქვას, ღიმილს და ისევ სიზმრებში იკარგება...