ბრძნული გამონათქვამები ✔ » Gogona.Ge
 
 
საიტის უკეთესად სანახავად გთხოვთ შეცვალეთ და შემოდით შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Google Chrome, Apple Safari, Netscape Navigator

თქვენ ხართ: Gogona.Ge » ხელოვნება » ბრძნული გამონათქვამები ✔  |  თქვენი IP:
[sort]
კატეგორია: ხელოვნება ნანახია: (4080) |  კომენტარები: (6) ავტორი: kriwina.  |  31-01-2012, 08:04  |  | გაუზიარე მეგობრებს


ბრძნული გამონათქვამები ✔
ბრძნული გამონათქვამები ✔

ნოდარ დუმბაძის ბრძნული გამონათქვამები :

1.ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.

2.ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე.

3.კაცი რომ სხვის სალოცავს დაანგრევს, თავისი სალოცავი იმაზე მაღალი, იმაზე მედგარი და იმაზე ლამაზი უნდა ააგოს.


4.ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.

5.უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.

6.ყველაზე მარტივი, ყველაზე უბრალო, ყველაზე პრიმიტიული ქალიც კი მამაკაცის გონების სფეროს მიგმა დგას.

7.ადამიანი ტაძრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზომილებაში უმზირო, ან მოშალო... მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან უმზირო საიდანაც ლამაზია.

8.სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია

9.სატირა ცხელი წყალია,იუმორი-თბილი შხაპი,მე თბილი წყალი მირჩევნია.ადამიანი კი არ უნდა დაწვა,ჭუჭყი უნდა ჩამობანო.


ბრძნული გამონათქვამები ✔


კონსტანტინე გამსახურდიას ბრძნული გამონათქვამები





1.ადამიანი შეკითხვებშიაც ისევე ამჟღავნებს თავის რაობას, როგორც პასუხებში.

2.ადამიანები გრძლად ნათქვამ სისულელეს უფრო იოლად იგებენ, ვიდრე სხარტად ნათქვამ სიბრძნეს, ხოლო სიტყვებსაც შეშასავით ალაბით ზომავენ.

3.არასდროს აჩქარებულად არ უნდა წამოიწყო დიდი საქმე, თორემ უთუოდ დააჩქარებ ხელის მოცარვას.

4.არასოდეს არავინ გამხდარა ოსტატი, ვინც კარგი შეგირდი არ ყოფილა, მაგრამ არც ის გახდება ოდესმე ოსტატი, ვინც თავის ოსტატის ნათქვამს თუთიყუშივით იმეორებს მარადჟამს.

5.არც ზედმეტად ბევრი, არც ზედმეტად ნაკლები.

6.არასოდეს წამოგცდეს, რომ შენ სხვას სჯობიხარ, მაგრამ არც ის დაგავიწყდეს, რომ შენ უფლისწული ხარ და არც იმისთვის ხარ დაბადებული, რომ მუდამ სხვებს მიბაძო.

7.იდეეები ზოგჯერ თავისთავად არაფერს ნიშნავენ, და საქმე იდეები კი არ არის, არამედ ამ იდეების სინამდვილეში გამოყენება.

8.მარტოოდენ ბრძნული აზრების წარმოთქმისაგან ჯერ არავინ ცხონებულა.

9.მხოლოდ მოკლე თქმაში გამოჩნდება ოსტატი.

10.სასაცილოა, თავისი სიბრძნით მოქადული ბრძენი, მაგრამ არანაკლებ საუგოა, თავის გმირობით, თავი რომ მოჰქონდეს გმირს.

11.სჯობს გაგულისება მეფისა, ვიდრე მრუდე რჩევით ომის უფსკრულში მისი გადაჩეხვა.

12.უნდა ეცადო უმცირესი შეითვისო, მაგრამ უაღრესად შეიგნო.

13.ძლიერს უფრო უჭირს ამქვეყნად.

14.ჭკვიანი მეხომალდე არასოდეს კარგი ამინდის მიხედვით არ ააწყობს თავის გემს.




ბრძნული გამონათქვამები ✔


გოდერძი ჩოხელის ბრძნული გამონათქვამები



1.მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის.

2.ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული.

3.სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა...

4.სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს.

5.სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი.

6.თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება კაცთა მოდგმა.

7.ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია, იმწუთშივე წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს გამოგიძებნი...

8.კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის - ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწავ,რამდენიც გენებოს, იტრიალე!

9.ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო,თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში.

10.დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის.


11.დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს.


ბრძნული გამონათქვამები ✔
ბეჭდვა



#1, ავტორი: marikela (31 იანვარი 2012 13:56)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 2.07.2011
E-mail: totorika0@mail.ru
kidev dade p9

#2, ავტორი: marikuna27 (31 იანვარი 2012 20:25)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 23.10.2011
E-mail: mari-merabi@mail.ru
axlebic dadet raaaaaaaa

#3, ავტორი: AMADEUS (31 იანვარი 2012 23:12)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 1.06.2011
E-mail: natroshvili.natia@gmail.com
BERLIN?MITTE,
auuu, kargit ra, aqac justini rom ar chaakvexot ar shegidzliat? sxvagn mainc daweret :@

#4, ავტორი: ani.archvadze (31 იანვარი 2012 23:44)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 10.04.2011
E-mail: ani.archvadze@mail.ru
- ?????????????? ???????????????????? ???????, ????? ?????????????????? ????? ????? ?????????????? ???????? ???????? ???????????????? ??????????? ???????????????????????. ????????????????????? ??????????? ??????? ??????????? ?????????? ?????????? ?????????????????????????.... 39


--------------------
- никто не знает как я себя чувствую..но каждый говорит, что он меня понимает..!!

#5, ავტორი: gvancii..:) (2 თებერვალი 2012 14:26)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 10.12.2011
E-mail: kaki.n@mail.ru
momewona dzalian..ai gavgijdi pirdapir raa.. p2

#6, ავტორი: maruus (2 თებერვალი 2012 19:01)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 31.01.2012
E-mail: marikomariko9292@yahoo.com
yvelaperi unda gaitvaliswinos adamianma.....magaria(bravo)
ინფორმაცია
ჯგუფ guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ჩემი ანგარიში:
რეგისტრაცია
პაროლის გახსენება
რეკლამა:







რეკლამა:
რეკლამა:

რეკლამა:
ხმის მიცემა:

2010 © All Rights Reserved Template by Website Creation