| საიტის უკეთესად სანახავად გთხოვთ შეცვალეთ და შემოდით შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Google Chrome, Apple Safari, Netscape Navigator |
თქვენ ხართ: online » შოუბიზნესი » "ქერის დღიურებზე" მუშაობა უკვე დაიწყო | თქვენი IP:
[sort]

ფილმის "სექსი დიდ ქალაქში" პრეისტორიაზე მუშაობა უკვე დაიწყო, ამის შესახებ ამერიკულმა კომპანია CW network-მა განაცხადა. სერიალს ქენდის ბუშნელის წიგნის - "ქერის დღიურების" მიხედვით იღებენ, რომელიც ქერი ბრედშოუს ნიუ-იორკამდელ ცხოვრებას აღწერს.
სერიალში არ იქნებიან შარლოტა იორკისა და მირანდა ჰობსის გმირები, რადგან მათ ქერი ჯერ კიდევ ”არ იცნობს”. უცვლელი რჩება ბრედშოუს საუკეთესო მეგობრის, სამანტა ჯონსის გმირი, თუმცა მას სხვა განასახიერებს.
პროექტზე ერთობლივად მუშაობენ CW network და HBO. მათი ინფორმაციით, პირველი სერია ეკრანებზე სექტემბერში გამოვა.

პროექტს ცნობილი სერიალის "ჭორიკანას" პროდიუსერები, ჯოშ შვარცი და სტეფანი სევეიჯი ხელმძღვანელობენ.
მთავარი გმირის, ქერი ბრედშოუს როლზე ბლეიკ ლაივლი განიხილება. მას როლს მომღერალი და მსახიობი მაილი საირუსი ეცილება, რომელმაც "სექსი დიდ ქალაქში - 2" ეპიზოდური როლი შეასრულა.
"სამანტას გმირს, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ემა რობერტსი უხდება. საკმაოდ საინტერესო სახეს შექმნის", - განაცხადა ოლივია უაილდმა.
იგივე როლზე პრეტენდენტად ხლოი მორეციც განიხილება.წყარო:www.ambebi.ge |
|
|
|
|
ინფორმაცია |
| ჯგუფ guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. |
|
|