ორი ახალგაზრდა მსახიობი მთავარი პრეტენდენტი გახდნენ უდიდესი მსახიობის ელიზაბეტ ტეილორის როლის შესრულებაზე, მის ბიოგრაფიულ ფილმში. კინო სამყაროში წლის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგის გარშემო კვლავ ვითარდება მოვლენები. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფილმი მეოცე საუკუნის ლეგენდარული კინომსახიობის სიყვარულზეა უკვე წინა წლის ზაფხულში გავრცელდა. მას შემდეგ მთავარი კითხვას წარმოადგენს- ვინ ითამაშებს მთავარ როლს?. ახალი წლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამ როლის შესრულების დიდი სურვილი აქვს ლინდსი ლოჰანს. ახლა კი მთავარი პრეტენდენტების სიაში ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მსახიობი მეგან ფოქსი მოხვდა.