




ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე წარმატებული ტოპ-მოდელების მორიგი ათეული გამოაქვეყნა. რეიტინგის პირველ ადგილზე, უკვე მეორედ, ბრაზილიელი მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი აღმოჩნდა. მოდელისთვის ფეხმძიმობასაც კი არ შეუშლია ხელი და 2010 წლის განმავლობაში 45 მლნ დოლარი გამოიმუშავა.




ბუნდჰენი არა მხოლოდ პოდიუმზე გამოდის, ისეთი ბრენდების სარეკლამო კამპანიებშიც მონაწილეობს, როგორიცაა Dolce & Gabbana, Dior და Versace. ასეთ აქციებში ის სხვა მოდელებთან შედარებით გაცილებით მეტ თანხას იღებს. 2009 წელს ბუნდჰენმა ორჯერ ნაკლები გამოიმუშავა, თუმცა მაინც რეიტინგის ლიდერი იყო.
Forbes-ის რეიტინგში მეორე ადგილზე ჰაიდი კლუმია - მისი შემოსავალი 20 მლნ დოლარს შეადგენს, მესამე ადგილზე კი $14 მლნ-იანი შემოსავლით კეიტ მოსია. ორივე მოდელს საკუთარი ბრენდები აქვთ.
რეიტინგში ასევე მოხვდნენ ბრაზილიელი ადრიანა ლიმა და ალესანდრა ამბროზიო, დარა ვერბოვა, ლარა სტოუნი, კაროლინა მერფი, ნატალია ვოდიანოვა და სამხრეთ აფრიკელი კენდის სვეინპოლი, რომელიც რეიტინგში პირველად აღმოჩნდა.



