ნიღბები ყველანაირი სახის კანისთვის » Gogona.Ge

 
 

საიტის უკეთესად სანახავად გთხოვთ შეცვალეთ და შემოდით შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Google Chrome, Apple Safari, Netscape Navigator

თქვენ ხართ: Gogona.Ge » » ნიღბები ყველანაირი სახის კანისთვის  |  თქვენი IP:
[sort]
კატეგორია: ნანახია: (3572) |  კომენტარები: (0) ავტორი: nini nini  |  28-04-2011, 16:43  |  | გაუზიარე მეგობრებს


დამატენიანებელი ნიღბები
დამატენიანებელი ნიღაბი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მშრალი, გაუწყლოებული, მგრძნობიარე და აქერცლილი კანისთვის, რამდენადაც იგი მომენტალურად ატენიანებს კანს და ტენისა და კანის ბალანსს აღადგენს, ასევე კანს ელასტიურობასა და სიმკვრივეს უბრუნებს. მკვებავი ნიღბები მზადდება ნატურალური პროდუქტებისაგან და არის სახის კრემის მშვენიერი დანამატი. ისინი კანს ამდიდრებენ ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. მისი გამოყენება ყველა ტიპის კანისთვისა სასარგებლოა. ეს ნიღბები ამცირებს ნაოჭებს, აღადგენენ კანს და ავსებს მას დამატებითი ენერგიით. ქარხნული მკვებავი ნიღბების გამოყენება კვირაში 3-4-ჯერ არის რეკომენდირებული, ხოლო სახლში დამზადებულის – ყოველდღე.

ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები აშორებს ნაოჭებსა და დაღლილობას კანიდან, ამაღლებს კანის ტონუსს და ასევე შეიცავს მკვებავი ნივთიერებების დიდ რაოდენობას. ყველაფერი ეს განსაკუთრებით საჭიროა გაზაფხულზე, როდესაც კანს ტენის აღდგენა სჭირდება. ნიღბების უბრალო კომპონენტია ასევე რძის პროდუქტებიც, კვერცხის გული და ა. შ.
ნიღბის ყველაზე მარტივი ხერხია, გავხეხოთ ხილი ან ბოსტნეული და დავიდოთ სახეზე. თუ მას ცოტა წვენი აქვს, შესაძლებელია რძის დამატებაც, ხოლო თუ ზედმეტად წვენიანია, მაშინ დაამატეთ ფქვილი. სასარგებლოა სახეზე ფორთოხლის, პომიდორის, კიტრის ან ლიმონის ნაჭრების დადებაც. თუ ნიღაბი მთლიანად თხევადი მასაა, მაშინ ავიღოთ მარლა, გამოვჭრათ თვალების, ცხვირისა და პირის ადგილები, დავასველოთ წვენში, გავჭიმოთ და დავიდოთ სახესა და ყელზე. შეიძლება ამისათვის ბამბაც გამოვიყენოთ. ასევე შესაძლებელია ხილის ან ბოსტნეულის წვენი უბრალოდ წავისვათ სახეზე და გავაჩეროთ 15-20 წუთი.
ზამთარში სასურველია ნიღაბს დავამატოთ ზეთისხილის ზეთი ან გლიცერინი.
მაშ ასე, თუ თქვენი კანი გაღიზიანებულია, დააწყნარეთ იგი კიტრის გრილი ნიღბით; თუ `დაიღალა~ – გაახალისეთ იგი პროპოლისით. თუ სიცივისაგან სახეზე მუქი ლაქები გაგიჩნდათ, გამოიყენეთ პარაფინის ნიღაბი – იგი სისხლის მიმოქცევას გაგიუმჯობესებთ. ასეთი პროცედურების ხანგრძლივობა უნდა იყოს 15-20 წუთი. ხოლო თუ სახეზე სისხლის კაპილარები ჩანს, მაშინ პარაფინის გამოყენება რეკომენდირებული არ არის.


ცხიმიანი სახის კანი
გაწმენდა
ლ ი მ ო ნ ი – სახეს იწმენდენ ლიმნის წვენითა და ლიმნის ნაჭრით, ასევე ლიმნის წვენითა და წყლის ნარევით (1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი 1/4 ჭიქა წყალზე).
გ ვ ი რ ი ლ ა- 1 სუფრის კოვზ გვირილას ასხამენ 10 ს.კ. არაყს, აჩერებენ 7 დღე მუქ მინის ჭურჭელში, წურავენ და იწმენდენ სახეს კვირაში 2-ჯერ.
მოვლა
ასეთი ტიპის კანი უნდა დაიბანოთ ყოველ დღე თბილი წყლითა და საპნით. ასევე სასურველია ლოსიონის ხმარება, რადგან ის ასუფთავებს კანს. მნიშვნელოვანი დაბინძურების სემთხვევაში კი სასურველია კსმეტიკურ კაბინეთში სახის გაწმენდა.
ნიღაბი
აიღეთ 1 სუფრის კოვზი ლუდის საფუარი და შეურიეთ მაწონს ან კეფირს ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მიღებული მასა დაიდეთ სახის ყველა ცხიმიან ადგილას და ნარევი გააშრეთ. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყლით.

ცხიმიანი კანის მოვლისას ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს რძემჟავა პროდუქტების გამოყენება. სასარგებლოა, თუ სახის კანს ყოველ საღამოს ამჟავებულ რძეში დასველებული ტამპონით გაიწმენდთ, გააჩერეთ 2-3 წუთით, რომ გაშრეს, რის შემდეგაც წაისვით მკვებავი კრემი ცხიმიანი კანისათვის -მატონიზირებელი, მადეზინფიცირებელი და ბიოლოგიურად აქტიური დანამატებით.

მშრალი სახის კანი
გაწმენდა
ერთმანეტში ურევენ 1 კვერცხის გულს, 1 ლიმონს, 1კიტრის წვენს, ½ ჭიქა წყალსა და 1ს/კ არაყს, შემდეგ წურავენ და ინახავენ ცივ ადგილას. მიღებულ მასით სახეს იწმენდენ ყოველდღე.
მოვლა
სასურველია სახის დაბანა მცენარეთა ნაყენებით: პიტნა, ოხრახუში, ვირისტერფა, ვარდის ფურცელი. სასურველია დაბანის ნაცვლად ლოსიონის ხმარება, ასევე 30 წლის შემდეგ მკვებავი კრემების ხმარება.
ნიღაბი
მშრალი კანისთვის სასურველია დიდი რაოდენობის ცხიმის შემცველი ნიღბები, რაც ვიტამინებისა და ლიპიდების(ლეციტინის, ქოლესტეროლის) შეწოვაში ეხმარება. ხმარობენ ზეთის ნირაბს: წაისვით მენარეული ზეთი, დაიფარეთ სახეზე ქარალდი და პირსახოცით შეიფუთეთ. 15 წუთში კი ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით.
შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, გაღივებული ხორბლის მწვანე წანაზარდებისაგან დაყენებული ზეთი და ლიმონის წვენი ისე, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. მიღებული მასა სქლად დაიდეთ სახეზე და 10 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ნორმალური სახის კანი
ნიღაბი
კანის გამოსაცოცხლებლად და გამოსაკვებად, ჭრიან ფორთოხალს ბრტყელ ნაჭრებად და იდებენ სახეზე.
სახის გამოსაკვებად ათქვეფილი კვერცხის გულს უმატებენ თითო ჩაის კოვზ ყურძნის წვენს, მცენარეულ ზეთს, ქერის ფქვილსა და არაჟანს. ნიღაბს ისვამენ 15-20 წუთი და იბანენ ჩაის სუსტი ნაყენით.
მოვლა
ყველაზე ადვილი მოსავლელი ნორმალური ტიპის კანია. დილიტ ასეთი ტიპის კანი უნდა დაიბანოთ ოთახის ტემპერატურის წყლით ან ცივი და ცხელი წყლის მონაცვლეობით.პირის დასაბანად შეიზლება სხვადასხვა საპნის ხმარება (კოსმეტიკური,საბავშვო,სპერმაცეტული ,პალმის)დაბანის შემდეგ სახე კარგად უნდა შეიმშრალოთ და წაისვათ დამარბილებელი კრემი.

და გეტყვით ერთს და ყველაზე ადვილს, რომელსაც მე ყოველდღე ვაკეთებ და ერთი თეთრიც კი არ მეხარჯება. ეს არის ღამით სანამ დაწვებით ყინულის ფორმებში ჩაასხით წყალი და შედეთ საყინულეში. შემდეგ მეორე დილით გამოიღეთ ის მაცივრიდან . ამოიღეთ ის ფორმა ისე, რომ არ გაგიტყდეთ და წაისვით სახეზე წრიული მოძრაობებით. შემდეგ ჩამოიბანტ თბილი წყლით. დამიჯეღეთ თქვენი სახის კანი ბავშვივით იქნება. მითუმეტეს ეხლა ზაფხული მოდის და არ იფიქროთ, რომ ყინული ძალიან ვიცი იქნება. დამიჯერეთ პირადი გამოცდილებიდან რომ ეფექტურია.
ბეჭდვა


ინფორმაცია
ჯგუფ guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ჩემი ანგარიში:
რეგისტრაცია
პაროლის გახსენება
რეკლამა:










რეკლამა:
რეკლამა:

რეკლამა:
ხმის მიცემა:

2010 © All Rights Reserved Template by Website Creation