საიტის უკეთესად სანახავად გთხოვთ შეცვალეთ და შემოდით შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Google Chrome, Apple Safari, Netscape Navigator

თქვენ ხართ: online » ლექსები » ვიყავი, ვარ და ვიქნები (Vნაწილი)  |  თქვენი IP:
[sort]
კატეგორია: ლექსები ნანახია: (528) |  კომენტარები: (0) ავტორი: maaari  |  14-06-2011, 18:29  |  | გაუზიარე მეგობრებს


სახლში დავბრუნდი. რომ დავწექი ფიქრი დავიწყე. როგორც ყოველთვის მთელი დღე ,,გადავხარშე“, როცა იმ ნაწილამდე მივედი ნიკას, რომ შევხვდი გული ამიჩქარდა. ალბათ გამიხარდა და მიხარია, რომ ახალი მეგობარი შევიძინე. კარგი სჯობია დავიძინო...
არა, ვერაფრით ვიძინებ. სულ მასზე ვფიქრობ. ნეტევ ის ვისზე ფიქრობს, ან რაზე ფიქრობს? ნეტევ მისთვისას ასეთი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა? რა საყვარელიააა... იქნებ, მხოლოდ თავს მაჩვენებს ასე და მეპრანჭება? სინამდვილეში კი სულ სხვანაირია? არ ვიცი...
ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა, რომ შევხვედროდი. ძალიან მინდოდა მასთან ერთად ყოფნა, ამას კი ვერ ვხსნიდი.
როგორც იქნა გათენდა. მთელი ღამე თითქმის არ მიძინია, მაგრამ 9 საათზე გამღვიძა. ავდექი, თავი მოვიწესრიგე, გამოვიპრანჭე, ვისაუზმე და მაშინვე სანაპიროსკენ გავეშურე. იმედი მქონდა, რომ იქ დამხვდებოდა, მაგრამ... ვერსად ვერ ვიპოვე. დაახლოებით ორი საათი ველოდე, მაგრამ არ მოვიდა. უკვე იმედი გადამეწურა და ძალიან მოვიწყინე. ამ დროს კი ვიღაცამ თვალებზე ხელები ამიფარა და მკითხა:
– აბა ვინ ვარ?
გული ამიჩქარდა – მისი ხმა იყო. ხელები ჩამოვაღებინე და მივტრიალდი.
– დიდი ხანია მელოდები? – წარბაწეულმა მკითხა.
– ვინ გითხრა, რომ გელოდებოდი? – გამომწვევად შევხედე.
– ჩემი მოტყუება ასეთი ადვილი არ არის.
– არც ჩემი გამოტეხვაა ასეთი ადვილი.
– კარგი, მგონი ეს თამაში ,,ფრედ“ დამთავრდა.
– ვინ გითხრა, რომ უკვე დამთავრდა?
და ორივე ვიცინოდით.
– როგორ ხარ?
– კარგად, შენ?
– მეც. ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა. – გამომიტყდა.
– რატომ? – იმედი მქონდა, რომ რაც მინდოდა იმას მიპასუხებდა.
– ზღვა ძალიან მიყვარს და მაგიტომ.
– ააა... მოვიწყინე.
– თანაც შენი ნახვაც მინდოდა.
ახლა კი გული ამიჩქარდა.
– მართლა?
– ჰო...
ორივეს გაგვეცინა.
– შენ არგინდოდა შენს მეგობართან შეხვედრა?
– რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველა მეგობარი ძალიან ძვირფასია. – იგივე წინადადება რომ ჩემთვის ეთქვა ძალიან მეწყინებოდა, მაგრამ მე არ დავინდე.
– ჩემთვისას. – ოოო... ცოტა არ იყოს მეწყინა.
– მშობლებთან ერთად ჩამოხვედი? – თემა შევცვალე.
– არა. ჩემი მშობლები საზღვარგარეთ არიან, უკვე ხუთი წელია. ბიძაჩემთან, ბიცოლაჩემთან და მათ ქალიშვილთან ერთად ვისვენებ.
– ძმა ან და გყავს?
– კი, ორივწ – დაც და ძმაც. ისინიც მშობლებთან არიან.
– ...ააა...
– დაგაბნიე?
– სიმართლე გითხრა კი.
– ჩემმა და–ძმამ მშობლებთან ერთად გადაწყვიტეს, მათ იქ რაღაც ბიზნესი აქვთ და საზღვარგარეთ ცხოვრება გადაწყვიტეს, მე კი აქ ყოფნა ვარჩიე და ბიძის ოჯახთან ვცხოვრობ.
– ააა... გასაგებია. წარმომიდგენია როგორ გენატრებიან.
– ჰო, მაგრამ მაინც აქ ყოფნა მირჩევნია.
– ალბათ მათთან ხშირად ჩადიხარ.
– შენ წარმოიდგინე მხოლოდ წელიწადში ერთხელ.
– მასე იშვიათად რატომ?
– მათთან ერთად დიდ სახლში ცხოვრება მოსაბეზრებელა, არ გეგონოს თავს ვიქებ, უბრალოდ...
– არა, არა, მჯერა შენი.
– არაჩვეულებრივი ხარ. ნეტავ შენნაირი მეგობარი ბევრი მყავდეს.
– ნეტავ მეც.
– ძალიან ცხელა, მოდი რამე დავლიოთ.
– კარგი აზრია.
– რას დალევ?
– რამე მინერალურ წყალს. შენ?
– მეც, კარგი იქნება.
– კარგი, წავიდეთ.
– ორი მინერალური წყალი თუ შეიძლება.
ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. ძალიან ბედნიერი ვიყავი და იმედი მქონდა ისიც იმავეს განიცდიდა.
მთელი თვე ერთად დავდიოდით და ძალიან ბედნიერები ვიყავით. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა.
ბეჭდვა


ინფორმაცია
ჯგუფ guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ჩემი ანგარიში:
რეგისტრაცია
პაროლის გახსენება
რეკლამა:








რეკლამა:
რეკლამა:

რეკლამა:
ხმის მიცემა:
რას შეცვლიდით საიტზე
არაფერს
უფრო მეტი სიახლე
საიტის ინტერიერს
კატეგორიებს
დავამატებდი კონკურსებს



navige Free Page Rank Tool

2010 © All Rights Reserved
Template by Website Creation