გაბრიელა ელენა სპანიკ ულტერა (ესპ. Gabriela Elena Spanic Ulterra) (დ. 10 დეკემბერი, 1973), უკეთაა ცნობილი როგორც გაბრიელა სპანიკი (ესპ. Gabriela Spanic), არის ჯილდოების მფლობელი ვენესუელელი მსახიობი, რომელიც მეტად ცნობილია თავისი როლებით ტელენოველებში. მისი ტყუპისცალი და დანიელა სპანიკი მოდელი და მსახიობiა. მას ასევე ჰყავს უმცროსი და პატრისია და ორი ძმა – ანტონიო და ადიელი.
სპანიკის მამა ხორვატიელია, რომელიც ვენესუელაში საცხოვრებლად 1960 წელს გადავიდა, ხოლო დედა – ინგლისელია.
გაბრიელას კარიერა მის ვენესუელას კონკურსიდან 1992 წელს დაიწყო. ის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობდა, მაგრამ ყოველთვის მსახიობობის სურვილი ჰქონდა. მისმა კარიერამ თვალსაჩინო აღმავლობა 1990–იანი წლების შუა ხანებში დაიწყო, როცა მან მთავარი როლები მიიღო ვენესუელურ საპნის ოპერებში. 2002 წელს ის გახდა მთავარი გმირი ტელენოველისა "შურისძიება" (ესპ."La Venganza"), სადაც მან პროფესიონალი მოკრივე განასახიერა.