საიტის უკეთესად სანახავად გთხოვთ შეცვალეთ და შემოდით შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Google Chrome, Apple Safari, Netscape Navigator

თქვენ ხართ: online » ეს საინტერესოა » როგორ მივიღოთ რესპექტაბელური ქალის იმიჯი  |  თქვენი IP:
[sort]
კატეგორია: ეს საინტერესოა ნანახია: (1208) |  კომენტარები: (0) ავტორი: MaR:))  |  17-12-2011, 11:33  |  | გაუზიარე მეგობრებს


რამდენიმე ძალიან სასარგებლო რჩევა გოგონებისთვის მაკიაჟთან დაკავშირებით



გამოცდები დასრულდა, უკვე სტუდენტები ხართ და სტილის შესცვლა გადაწყვიტეთ. ეს ძალიან კარგია, რადგან ქალისთვის თითქმის აუცილებელია სტილის ხშირი ცვლა, დიდი მნიშვნელობა აქვს მაკიაჟს, ამ საკითხსი კი შევეცდები მეტ-ნაკლებად დაგეხმაროთ რჩევების სახით...




როგორ მივიღოთ რესპექტაბელური ქალის იმიჯი




სხვათა შორის, ეს არც ისე ძნელია და, რაც მთავარია, სულაც არ არის საჭირო არც განსაკუთრებით ძვირად ღირებული კოსმეტიკა და არც მოდურ-პრესტიჟულ ვიზაჟისტთან ვიზიტი, რომელიც ერთ მისვლაზე ლამის მანქანის საყიდლად სამყოფ თანხას დაგატოვებინებთ. ამის გაკეთებას თავადაც შეძლებთ. თუ ხელი გაწაფული არ გაქვთ, არც ამაზე იდარდოთ, ერთი-ორი „გავარჯიშების“ შემდეგ ადვილად აუღებთ ალღოს და, შესაძლოა, მერე სხვას აღარც კი ენდოთ.




როგორ მივიღოთ რესპექტაბელური ქალის იმიჯი




მაშ, ასე:


1. ტონიკით გაიწმინდეთ სახე, წაისვით ჯერ დღის მკვებავი, შემდეგ დამცავი კრემი და 15 წუთის შემდეგ – ტონალური, რომლის შემადგენლობაშიც იქნება 30 პროცენტი წყალი, რაც ღრმად ატენიანებს კანს 14 საათის განმავლობაში (წყლისა და სხვა ნივთიერებების შემცველობა მითითებული იქნება კოლოფზე).




როგორ მივიღოთ რესპექტაბელური ქალის იმიჯი




2. თვალების შიდა კუთხესთან, ზედა ქუთუთოზე, თხლად წაისვით ღია ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) „ჩრდილი“, ქუთუთოს „ნაკეცსა“ და გარე კუთხისკენ – ოდნავ უფრო მუქი.




როგორ მივიღოთ რესპექტაბელური ქალის იმიჯი




3. წამწამებზე ორჯერ წაისვით შავი ფერის ტუში (შავი წამწამები განსაკუთრებით მოგიხდებათ, თუ ღია ფერის თვალები გაქვთ) – ეს თქვენს მზერას უფრო მეტყველსა და ვნებიანს (ოღონდ, არა ვულგარულს) გახდის.




როგორ მივიღოთ რესპექტაბელური ქალის იმიჯი



როგორ მივიღოთ რესპექტაბელური ქალის იმიჯი




4. ღაწვებზე მკრთალად წაისვით თქვენი სახის კანზე (ან იმ ტონალურ კრემზე, რომელიც გისვიათ) ნახევარი ტონით მუქი რუჟი, რომელიც საფეთქლის მიმართულებით უფრო უნდა გაბაცდეს.




როგორ მივიღოთ რესპექტაბელური ქალის იმიჯი




5. ტუჩის საცხი კი აუცილებლად ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული ტონალობის უნდა იყოს და ჰქონდეს დამატენიანებელი ეფექტი. ზემოდან ძალიან თხლად გადაისვით „ბლესკი“.




როგორ მივიღოთ რესპექტაბელური ქალის იმიჯი




როგორ მივიღოთ რესპექტაბელური ქალის იმიჯი




6. ვარცხნილობაც „საქმიანი ქალის“ იმიჯს უნდა შეესაბამებოდეს. თუ მოკლე თმა გაქვთ, სასურველია, კლასიკურ სტილს მსუბუქად „შეურიოთ“ მოდერნისტული ელემენტები (თქვენი ასაკიდან გამომდინარე); გრძელი თმა კი, უმჯობესია, დაიხვიოთ და მერე აიკეცოთ, ან, შესაძლოა, ძალიან მოგიხდეთ გადატკეცილი და უკან „ცხენის კუდივით“ შეკრული სწორი თმა. ყოველ შემთხვევაში, თქვენი ვარცხნილობა არ უნდა იყოს ვულგარული და ზედმეტად გამომწვევი (და, რა თქმა უნდა, არც ძველმოდური).




როგორ მივიღოთ რესპექტაბელური ქალის იმიჯი



როგორ მივიღოთ რესპექტაბელური ქალის იმიჯი




7. და, ბოლო „აკორდი“ – სათვალე, რომელიც, შესაძლოა, სულაც არ გჭირდებათ, რადგან ღმერთმა შესანიშნავი მხედველობით დაგაჯილდოვათ, მაგრამ, ნამდვილად არ აწყენს თქვენს თვალებს დამცავმინებიანი, უნომრო სათვალე (ცხადია, ჩარჩო უნდა გიხდებოდეთ), რომელიც თქვენს მხედველობასაც გაუფრთხილდება, საქმიანი და რესპექტაბელური ქალის იერსაც შეგძენთ და თქვენს მზერასაც იდუმალი ვნების ნაპერწკალს შეჰმატებს.




როგორ მივიღოთ რესპექტაბელური ქალის იმიჯი



როგორ მივიღოთ რესპექტაბელური ქალის იმიჯი




ყოველთვის გახსოვდეთ :




როგორ მივიღოთ რესპექტაბელური ქალის იმიჯი
ბეჭდვა


ინფორმაცია
ჯგუფ guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ჩემი ანგარიში:
რეგისტრაცია
პაროლის გახსენება
რეკლამა:








რეკლამა:
რეკლამა:

რეკლამა:
ხმის მიცემა:
რას შეცვლიდით საიტზე
არაფერს
უფრო მეტი სიახლე
საიტის ინტერიერს
კატეგორიებს
დავამატებდი კონკურსებს



navige Free Page Rank Tool

2010 © All Rights Reserved
Template by Website Creation