ilia meores leqsi yvelaferi kargad iqneba » Gogona.Ge
 
 
საიტის უკეთესად სანახავად გთხოვთ შეცვალეთ და შემოდით შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Google Chrome, Apple Safari, Netscape Navigator

თქვენ ხართ: Gogona.Ge » ფოტო ხელ./ფოტოსესიები » ilia meores leqsi yvelaferi kargad iqneba  |  თქვენი IP:
[sort]
კატეგორია: ფოტო ხელ./ფოტოსესიები ნანახია: (15003) |  კომენტარები: (0) ავტორი: mono  |  16-05-2011, 17:53  |  | გაუზიარე მეგობრებს


ნუ დაეცემი,სულს ნუ იტანჯავ
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
იფიქრე კარგი და დაინახე
რომ ყველაფერი კარგად იქნება!

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრება ისე იქნება
გულს ნუ გაიტეხ,გწამდეს უფლის
და ყველაფერი კარგად იქნება!

ტყუილ უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება
ნუ შიშობ,უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა,ატყობ იწყება
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას
თქვი ყველაფერი კარგად იქნება!

რომ დაგარწმუნონ,შენ იღუპები
შენი სიცოცხლის წამი ითვლება
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ
რომ ყველაფერი კარგად იქნება!

თუ ცოდვები გაქვს,სულით დაეცი
ღმერთი არ გტოვებს,შენკენ იხრება
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის
და ყველაფერი კარგად იქნება!

როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება
ერთადერთია რაც ადაგარჩენს
თქვი ყველაფერი კარგად იქნება!

დიდი ნიჭია თავშეკავება
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება
როცა ამ ნიჭს ფლობ შენ უკვე იცი
რომ ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა
სხვებს აუხსენი და შტააგონე
რომ ყველაფერი კარგად იქნება!

როდეს იქნება?როდის იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება
ნუ უპიქრდები უაზრო კითხვებს
ღმერთის წყალობით
სულ ყველაფერი კარგად იქნება!
ბეჭდვა


ინფორმაცია
ჯგუფ guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ჩემი ანგარიში:
რეგისტრაცია
პაროლის გახსენება
რეკლამა:







რეკლამა:
რეკლამა:

რეკლამა:
ხმის მიცემა:

2010 © All Rights Reserved Template by Website Creation