გზაზე საკუთარი " მერსედესით" მიდის ქვეყნის პრეზიდენტი.
სვანმა გადაუსწრო ასეთივე მანქანანით და ზუსტად ასეთივე
ნომრებით.პრეზიდენტმა სვანს ანიშნა - მანქანა გააჩერეო და გაკვირვებით ჰკითხა:
-შენია ეს მანქანა?
-ჩემია.
-მერე საიდან ?
-ვიჩალიჩე.
-ხომ ხედავ მეც ზუსტად მასეთი ნომრები მაქვს!..
-ვხედავ, რავა ვერ ვხედავ.
-მერე, იცი ვინ ვარ მე ?
-ვინ ხარ ?
-პრეზიდენტი ვარ!
-ვაა, შენც მაგრად გიჩალიჩია აი !- მიაძახა სვანმა და გზა განაგრძო .
***
-მიხედე, ბიჭო ,ცოლს, ვინცხა ყვარობს თურმე !
-ეუბნება გურული ძმაკაცს.
-ვინცხაა, ძამა, გამგებელი ?!..
***
-უკაცრავად, თქვენ ჩემს მარაოზე ზიხართ ,
- მართლა ? მეც არ გამიკვირდა, რატომ მიბერავდა ?!
***
აფრიკის ქვეყნებში ყოფილა ისეთი რაიონებიც,
სადაც საქმრომ სახლში მოყვამანდე არ იცის ვინაა მისი საცოლე.
მაი აფრიკულ ქვეყნებშიც კი არა ,გურიაშიც მასეა!
***
-არჩევნებში თუ აპირებთ მონაწილეობის მიღებას ?
- ეკითხებიან მათემატიკის პროფესორს.
-არა.
-რატომ ?
-ალბათობის თეორიის თანახმად ჩემს ხმას
არანაირი მნიშვნელობა არ ექნება და იმიტომ.
-ყველამ რომ ეგრე იფიქროს არჩევნები საერთოდ აღარ უნდა ჩატარდეს.
-ისევ ალბათობის თეორიის თანახმად, ყველა ერთნაირად ვერ იფიქრებს ,
- პასუხობს ღიმილით პროფესორი.
***
-მამი რა არის საჭირო , რომ "ბითლზი" ისევ შეიკრიბოს ?
-ორი ტყვია, შვილო, ორი.
***
-მაგ ადვოკატზე უკეთესსვერსად იპოვი,
გირჩევვ აიყვანო.
-მართლა ? დარწმუნებული ხარ ?
- კი, შარშან ძაღლმა მიკბინა და მის პატრონს რომ ვუჩივლე ,
პროცესზე ისეთი ვირტუაზულობა გამოიჩინა , რომ სასამართლო დაარწმუნა, თითქოს ძაღლს მე ვუკბინე .
***
-რატომ არ თხოვდები ასეთი ლამაზი ქალი ?
-კარგი საქმროები საზოგადოებრივი ტუალეტებივით არიან
-ან დაკავებულები არიან , ან არ ფუნქციონირებენ.
***-
ქიმიის გამოცდაზე ლექტორი მიმართვს ყალთაბანდ
სტუდენტს :
-კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამ და თუ ვერ უპასუხებ , ორიანი არ აგცდება.
აბა მითხარი , როგორ მივიღოთ წყალბადი ?
-იმისატვის, რომ მივიღოთ წყალბადი,-არ დაიბნა სტუდენტი -საჭიროა ავიღოთ
გოგიტდწყალბადი , გავახუროთ სპირტქურაზე.
გოგირდი აორთქლდება , წყალბადი კი დარჩება.
-ყოჩაღ !- შეძახა ლექტორმა -პასუხში გიწერ ხუთიანს,
სპირტქურაზე გავახურებ, სამიანი აორთქლდება , ორიანი დარჩება .