საიტის უკეთესად სანახავად გთხოვთ შეცვალეთ და შემოდით შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Google Chrome, Apple Safari, Netscape Navigator

თქვენ ხართ: online » ქართ.შოუბიზნესი » რუსკა მაყაშვილი შეყვარებულს დაშორდა  |  თქვენი IP:
[sort]
კატეგორია: ქართ.შოუბიზნესი ნანახია: (2835) |  კომენტარები: (3) ავტორი: LoVeLy GiRl ❤♫  |  21-01-2012, 20:31  |  | გაუზიარე მეგობრებს


მოგეხსენებათ, თბილისი იმდენად პატარა ქალაქია, რომ აქ ჭორი საკმაოდ მალე ვრცელდება; მით უმეტეს, თუ ეს ჭორი საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს ეხება. მაგალითად, ამას წინათ ახლობელმა მიამბო, რომ თურმე, მსახიობი რუსკა მაყაშვილი ერთ-ერთ ღამის კლუბში შესულა და ხმამაღლა უთქვამს, - შეყვარებულს დავშორდი და დღეს ბევრი უნდა ვიცეკვოო. როგორც ჩანს, რუსკა დეპრესიიდან ცეკვას გამოჰყავს.

მისი შეყვარებული სახელგანთქმული ფეხბურთელის - დავით ყიფიანის ვაჟი, გიორგი ყიფიანი გახლდათ. წყვილმა ერთმანეთი 2003 წელს გაიცნო და მათ შორის სიყვარული მალევე ჩაისახა, თუმცა რაღაც პერიოდის მერე დაშორდნენ... 7 წლის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და მივიწყებული გრძნობაც გაღვივდა. მსახიობი რუსკა მაყაშვილი და გიორგი აქამდე ძალიან ლამაზ და შეხმატკბილებულ წყვილად მიიჩნეოდა. ისინი თავისუფალ დროს ერთად ატარებდნენ, რუსკა შეყვარებულის სახლში დიასახლისობდა კიდეც, მაგრამ მათ შორის ისევ "შავმა კატამ" გაირბინა...

- სწორი ინფორმაცია მოგიპოვებიათ. მე და გიორგი ნამდვილად დავშორდით!

- რა არის თქვენი დაშორების მიზეზი?
- ამ საკითხზე ლაპარაკი არ მსურს! მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ამ ეტაპზე დაშორება ჯობდა.

- ვინ იყო დაშორების ინიციატორი?
- ორივე. ვილაპარაკეთ და ამ გადაწყვეტილებამდე ერთობლივად მივედით. ახლა აბსოლუტურად ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ.

- ანუ დაშორების მიუხედავად, ერთმანეთს მაინც ეკონტაქტებით?
- რასაკვირველია! აბა, ხომ არ გავებუტები?

- იმის შანსი თუ არის, რომ მომავალში შერიგდებით და კვლავ ერთად იქნებით?
- არ ვიცი, ახლა ამაზე ვერაფერს გეტყვით. ფაქტი ის არის, რომ ამწუთას შეყვარებულები აღარ ვართ...
ბეჭდვა



#3, ავტორი: maliami (15 მარტი 2012 16:32)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 15.03.2012
E-mail: marika.askilashvili@mail.ru
auuF :X ra Cudiia :X:X Ruuska Arrr Damwuuxrde !!! Droo yveLapriis Mkuurnaliiaaa !!! Gamoochnbeda isetii vinc dagaviiiwyebs !!!

#2, ავტორი: n i n i (25 იანვარი 2012 13:33)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 21.01.2012
E-mail: xucishvili_97@mail.ru
cudia p3

#1, ავტორი: -perfect- (21 იანვარი 2012 20:36)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 21.01.2012
E-mail: magramardagorde@mail.ru
cudiaaaaaa
ინფორმაცია
ჯგუფ guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ჩემი ანგარიში:
რეგისტრაცია
პაროლის გახსენება
რეკლამა:








რეკლამა:
რეკლამა:

რეკლამა:
ხმის მიცემა:
რას შეცვლიდით საიტზე
არაფერს
უფრო მეტი სიახლე
საიტის ინტერიერს
კატეგორიებს
დავამატებდი კონკურსებს



navige Free Page Rank Tool

2010 © All Rights Reserved
Template by Website Creation