| საიტის უკეთესად სანახავად გთხოვთ შეცვალეთ და შემოდით შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Google Chrome, Apple Safari, Netscape Navigator |
[sort]

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას შეყვარებულმა ”ფეისბუქით” თაყვანისმცემლებს ახალი ამბავი შეატყობინა: ”თქვენთვის ძალიან სასიხარულო ამბავი მაქვს. ქეთის ცოლობა ვთხოვე, მან კი თანხმობით მიპასუხა. მომილოცეთ, უბედნიერესი ადამიანი ვარ”, - წერს ცნობილი მოტომრბოლელი ჯეიმს ტოუზლენდი საკუთარ გვერდზე.
პარალელურად ყვითელი პრესა წერს, რომ რამდენიმე დღეა მომღერალი ქეთი მელუა ხელზე საქორწინო ბეჭდით დადის. ამბობენ, რომ წყვილი უკვე დაქორწინდა, თუმცა ოფიციალური ცერემონიის გამართვა სამომავლოდ გადადეს. ქორწილისთვის მზადების პროცესი ქეთი მელუას პრესცენტრმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ოფიციალური ცერემონია მოგვიანებით შედგება.

31 წლის ჯეიმსი არა მხოლოდ მოტომრბოლელი და სუპერბაიკის ჩემპიონატების გამარჯვებულია, არამედ პიანისტი და მომღერალიც არის. ტოუზლენდს თავისი ჯგუფი ჰყავს - Crash, და კონცერტებსაც მართავს.
მათი რომანი გასული წლის ზაფხულში გამჟღავნდა, როცა პაპარაცებმა წყვილი ლონდონში, ერთ-ერთ ფოტოგამოფენაზე ერთად შენიშნეს. მანამდე მელუა ჯგუფ The Kooks-ის ვოკალისტს, ლუკ პრიჩარდს ხვდებოდა. მათი რომანი 2005 წელს დასრულდა.
ახალგაზრდა მომღერალმა წარმატებული კარიერის წყალობით, 10,76 მლნ გირვანქა სტერლინგის დაგროვება შეძლო და ახალგაზრდა ბრიტანელ მილიონერთა ათეულშიც შევიდა.წყარო:www.ambebi.ge |
|
|
|
|
ინფორმაცია |
| ჯგუფ guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. |
|
|