როგორც იცით დღეს, 31 დეკემბერს საახალწლოდ ჯეოსტარი 2011 გამოვლინდა, რომელიც იმერეთის წარმომადგენელი მარიტა როხვაძე გახდა. სულ შემოვიდა 249 140 ხმა, საიდანაც 50,93% - მარიტა, 49,07%- ლევანი მიიღო. TBC BANK - თიბისი ბანკმა ფინალისტებს ოცნებებიც აუხდენა : ) მარიტა ეგვიპტეში წავა, ლევანი კი რიოში! ნიკო ბერიძე კი ყველა კომპანიის რჩეული გახდა, მან სხვა პრიზებთან ერთდ პორტუგალიაში, coldplay-ს კონცერტზე დასწრება მიიღო. (ნამდვილად სამართლიანად)