საიტის უკეთესად სანახავად გთხოვთ შეცვალეთ და შემოდით შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Google Chrome, Apple Safari, Netscape Navigator

თქვენ ხართ: online » ქართ.შოუბიზნესი » ნიჭიერი კარდენახელმა ვანო ფიფიამ მოიგო  |  თქვენი IP:
[sort]
კატეგორია: ქართ.შოუბიზნესი, ტელევიზია ნანახია: (1260) |  კომენტარები: (5) ავტორი: marimarikuna  |  7-06-2011, 14:56  |  | გაუზიარე მეგობრებს


სულ ცოტა ხნის წინ, 7 ივნისის დილით, დასრულდა რუსთავი 2-ის პროექტი ნიჭიერი.

ფინალში მონაწილეთა შორის გამარჯვებულის გამოსავლენად 130.000-ზე მეტი ხმა შევიდა. მათ შორის 60 პროცენტი და გამარჯვება 14 წლის კარდენახელმა ვანო ფიფიამ მოიპოვა.

მარტში მის დედას, ნანა ფიფიას, კახეთის საინფორმაციო ცენტრი გაესაუბრა. გთავაზობთ ამ საუბარს.



- სად სწავლობს ვანო?

- პირველი კლასიდან გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულთა სკოლა – პანსიონში სწავლობდა. 2011 წლის იანვარში სკოლა – პანსიონი გააუქმეს და კარდენახის სკოლაში გადავიყვანე. ნიჭიერი ბავშვი რომ არის, უპრობლემოდ მიიღეს. ჩვენი სახლიდან სკოლამდე ძალიან დიდი მანძილი არ არის, მაგრამ სკოლის კიბეებზე ასვლა უჭირს, სახელურიც არ აქვს, რომ ხელი მოავლოს. ბავშვები ეხმარებიან.

- სკოლაში როგორ სწავლობს, წიგნები აქვს?

- სოციალურ დახმარებას ვიღებთ და წიგნები უფასოდ უნდა მოეცათ, მაგრამ არ მოგვცეს. ვანოს პენსია ავიღე რამდენიმე თვის ერთად და წიგნები იმით ვიყიდე. ისტორიის და რუსულის წიგნის ყიდვა კი ვეღარ მოვახერხე და არ აქვს.

- „ნიჭიერში“ როგორ მოხვდა?

- კარდენახის სკოლაში რომ გადმოვიყვანეთ, ერთ-ერთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მაშინ გაიგეს ამის ხმა. დაინტერესდა პედაგოგი ლეილა ვარამაშვილი, რომელსაც გუნდი აქვს. ქალბატონი ლეილას ინიციატივით წაიყვანეს თელავში, „ნიჭიერის“ შესარჩევ ტურზე. იქ დაინტერესდა ზუმბა. მიიწვიეს არტგენის ფესტივალზე და იქაც გაიმარჯვა. ზუმბამ თავისი ანსამბლის სახელით ფანდური აჩუქა. მერე უკვე „ნიჭიერში“ მოხვდა. არ ვიყავი დარწმუნებული, არ მჯეროდა შერჩეულებს შორის რომ მოხვდებოდა. ბავშვმა კი მოიტანა ამბავი, მაგრამ მე მაინც არ მჯეროდა. დასავლეთში ვიყავი, როცა დამირეკეს, რომ ვანო „ნიჭიერშია“ მოხვედრილიო და ტურზე გამოგვიძახეს. თბილისში რომ ჩავედით, მოუმზადებელი იყო. ძალიან ნერვიულობდა. ჩვენზე წინ იყვნენ ძალიან კარგი მომღერლები და უარით რომ გამოვიდნენ, კიდევ უფრო აღელდა. რომ შედიოდა, უკვე კანკალებდა, მიკროფონს ხელში ვერ იჭერდა. განიცდიდა, არ მინდა ჩემს გამო რომ პირველ ზარს დააჭირონო. ბოლოს აღარ შედიოდა, მაგრამ ჟურნალისტებმა უთხრეს, არ შეიძლება, უნდა შეხვიდეო. რომ იმღერა, დარბაზიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

- როგორც ვიცით, სოციალურ დახმარებას იღებთ. თბილისში სად ცხოვრობთ, როგორ ახერხებთ ჩასვლა – ჩამოსვლას?

- სოციალური დახმარება გასული წლის აგვისტოში დაგვენიშნა 4 წევრზე. ბავშვს პენსიაც აქვს 70 ლარი. ფინანსურად გვიჭირს და თბილისში წასასვლელი გზის ფულიც არ გვაქვს. ღამის გასათევიც არ გვაქვს. მაშინ რომ ვიყავი წასული, 20 ლარი გადავიხადე ერთ ღამეში ბინაში. ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სამუშაოც არ არის, რომ ვიმუშაოთ, მაგრამ ვანოს ბოლომდე უნდა მივყვეთ“.

ვანო ფიფიას დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი შოთა უტიაშვილი შეხვდა და დახმარება აღუთქვა. გამგებლის თქმით, გამგეობა სოციალური პაკეტიდან ვანოს ოპერაციისთვის გარკვეულ თანხას გადაურიცხავს. „ამასთან, ოჯახს გაეწევა ერთჯერადი სოციალური დახმარება. რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავუკეთებთ“, – აღნიშნა გამგებელმა.

გამგებლის ოთახში ვანო კომპიუტერს ათვალიერებდა. ოთახიდან გამოსვლის შემდეგ მკითხა: შენც გაქვს კომპიუტერი? კი, მეთქი, ვუპასუხე. რა ღირსო? რატომ გაინტერესებს მეთქი. „მეც მინდა რომ მქონდესო”.

- მუშაობა იცი?

- ცოტა კი, სკოლიდან, დანარჩენსაც ვისწავლი!

ნიჭიერი კარდენახელმა ვანო ფიფიამ მოიგო

წყარო:icode.ge
ბეჭდვა



#5, ავტორი: I Love Selena (1 ნოემბერი 2011 18:43)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 25.08.2011
E-mail: wwSGSww@gmail.com
madlob!!! ise dzalian kargi bavshvia, magram...

#4, ავტორი: I Love Selena (25 აგვისტო 2011 15:21)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 25.08.2011
E-mail: wwSGSww@gmail.com
????????, ????????? ?????? ??????????????????, ???????????? ??????????? ????????????????????? ?????????????????????? ???????????????????????????????????, ??????????????????????? ???????????????????? ????????????????????????? ????? ?????????? ??????????????????????????. ????????????????????? ?????????????????????????????? ????????? ???????????? ??????????? ??????????? ????????????????????????? ?????????????? ?????????????.

#3, ავტორი: faceaaaaa (8 ივლისი 2011 21:00)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 8.07.2011
E-mail: anijaparaa@yahoo.com
?????????????? ?????????????????????? ?????? ???????????????????? ?????????????????? p9 ?????????????????<3

#2, ავტორი: ledi (2 ივლისი 2011 12:40)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 1.07.2011
E-mail: lika08@mail.ru
???????????????????? ????????????????? ??????????????? ?????????????? ????? ????????????? ????? ????????????????????? ?????????????????? ????? ?????????????????????? ?????????? ??????????????????????? ??????????? ?????????????????????? ????? ????????? ?????????????? ??????????????????? ???????????????????? p20 p7 ????? ?????????????????? ?????????????????? ???????????? ??????????????? ?????? ?????????????????????????? ????????? ???????????????????????????????????


p12 p10

#1, ავტორი: q-e-t22 (8 ივნისი 2011 02:53)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 7.06.2011
E-mail: qemumladze@yahoo.com
???????? ????????? ????????????????????? ??????????????????? ????? ??????????????? ??????????????????????? ???????????? ????? ??????????????????? ???????????????????????? ???????? ????????????????????? ??????????????? ??????????????????????????? ?????????????????? ?????????? ??????????????????????? p9

#0, ავტორი: GutKoVy (7 ივნისი 2011 15:08)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 7.06.2011
E-mail: gulonartkovi@mail.ru
???????????????????????? ??????????????.. 20
ინფორმაცია
ჯგუფ guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ჩემი ანგარიში:
რეგისტრაცია
პაროლის გახსენება
რეკლამა:








რეკლამა:
რეკლამა:

რეკლამა:
ხმის მიცემა:
რას შეცვლიდით საიტზე
არაფერს
უფრო მეტი სიახლე
საიტის ინტერიერს
კატეგორიებს
დავამატებდი კონკურსებს



navige Free Page Rank Tool

2010 © All Rights Reserved
Template by Website Creation