საიტის უკეთესად სანახავად გთხოვთ შეცვალეთ და შემოდით შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Google Chrome, Apple Safari, Netscape Navigator

თქვენ ხართ: online » ეს საინტერესოა » ჯესიკას ისტორია  |  თქვენი IP:
[sort]
კატეგორია: ეს საინტერესოა, სასარგებლო ნანახია: (1289) |  კომენტარები: (8) ავტორი: rati  |  16-06-2011, 02:16  |  | გაუზიარე მეგობრებს


ჯესიკას ისტორია


მე “ჯესიკა” თავშესაფარში შემარქვეს. რატომ მოვხვდი თავშესაფარში? გაინტერესებთ?

თავშესაფარში ბევრი ძაღლია. არ იფიქროთ, რომ აქ კარგია ცხოვრება. ვისაც გამოუცდია თავისუფლება, ალბათ თავშესაფარი მისთვის გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს. მაგრამ გარეთ ლაღად ცხოვრებაც სარისკოა, ვინაიდან ზოგიერთი ადამიანი გვმტრობს.

მე სად დავიბადე და საიდან აღმოვჩნდით მე და ჩემი ძმა ნუცუბიძის პლატოს ერთ-ერთ კორპუსთან ვერ გეტყვით, არ მახსოვს. მაგრამ შევეჩვიეთ ამ უბანს და კორპუსს. ზოგიერთი კარგი ადამიანი ჩვენზე ზრუნავდა, საკვებს გვაწვდიდა. მე მაინც მეშინოდა ადამიანების და გავურბოდი მათ. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ქვას მესროდნენ და მდევნიდნენ. ჩემი ძმა უფრო უშიშარი იყო. მე, რომ მოვკურცხლავდი, ის მიცავდა და ყეფდა. მე ხშირად შორიდან ერთი კაცი მიყურებდა, საკვებსაც მაწვდიდა, ეტყობა ახლოში ცხოვრობდა და ცხოველები უყვარდა. მას მე “პატრონი” შევარქვი. ახლოს არ ვეკარებოდი, მაგრამ არც გავურბოდი.

პირველად ლეკვების დაყრა კორპუსის სარდაფში მომიწია. ძალიან ძნელია, იყო მარტო და უვლიდე თერთმეტ შვილს. როდესაც ჩემმა ლეკვებმა თვალები გაახილეს და სიარული დაიწყეს, არ ვიცოდი რაღა მექნა. წყალი არ იყო ახლოში, რძეც უფრო ცოტა მქონდა, თანაც ბევრნი იყვნენ და ვეღარ ვუმკლავდებოდი მათ ჭამას. გამოუვალი მდგომარეობა მქონდა, თანაც სარდაფიდან გამოსვლა ლეკვების შეუძლებელი იყო, ბეტონის ბორდიური მაღალი იყო. მაგრამ მოხდა საოცრება! ”პატრონი” შემოვიდა ჩვენთან, მოეფერა ჩემს ლეკვებს და საკვები და წყალი მოგვიტანა. გადავრჩით! რამოდენიმე დღეში ჩემი შვილები გააჩუქა. მეც მომეცა შვება. თუმცა ორი ლეკვი მაინც მომიკვდა. ბავშვებმა გაიყვანეს და მე ჩემი მკვდარი შვილები გარეთ ვიპოვნე. არ ვიცი რა მოუვიდათ.

ძნელია “მაწანწალა” ცხოვრება, მაგრამ მთავარია ვინმემ მოგიალერსოს. ხშირად გამიგია “გადი ძაღლო, არ მიკბინო!-ს” ძახილი და ვერ გამიგია, რატომ უნდა ვუკბინო? ისე კი ზოგიერთი ნამდვილად ღირსია, რომ ჩავარჭო კბილები, მაგრამ მე მშიშარა ვარ და ამას ვერ გავაკეთებ.

გავიდა, რამოდენიმე ხანი. ისევ დავფეხმძიმდი. ასეთია ბუნება. ისევ მომიწია სარდაფში ჩასვლა და ლოდინი, როდის გაჩნდებოდნენ ჩემი შვილები. უკვე მუცელი მტკიოდა და ვემზადებოდი დასაყრელად. მიწას ვთხრიდი და ვერ ვისვენებდი. ამ დროს დაიწყო რაღაც ხმაური. სარდაფში ორი კაცი შემოვარდა, ხელში რკინის ჯოხები ეჭირათ და პირდაპირ ჩემსკენ გამოექანნენ. სახეზე შეშლილებს ჰგავდნენ. მათგან სასიკეთოს არაფერს უნდა მოელოდო. მე შევშინდი და გავიქეცი, მაგრამ მათ კუთხეში მიმამწყვდიეს, წელში რკინის კავები ჩამასვეს და ძლიერად მომიჭირეს. მე ტკივილისგან გრძნობას ვკარგავდი… ვკიოდი. კბილებით რკინის კავებს ვეჭიდებოდი, მაგრამ არაფერი არ გამომდიოდა. “პატრონს” ვეძახდი, იქნებ ეშველა. მუცელი ძალიან მტკიოდა. შემდეგ კავები კისერში ჩამასვეს და ძლიერად მომიჭირეს. მე სუნთქვა შემეკრა. ტკივილით გრძნობას ვკარგავდი, ვიბრძოდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. გარეთ გამომათრიეს, იქ რაღაც ჩოჩქოლი იყო. ბევრი ხალხი ტრიალებდა. მე ვიღაც ნაძირალამ რკინის კავებით ამწია და სცადა დახურულ მანქანაში ჩემი ჩაგდება, მაგრამ ვერ შესძლო და მე ისევ მიწას დავენარცხე. ტკივილისგან ვერაფერს ვეღარ ვხედავდი. მეორეჯერ ამწიეს უკვე წელში მოკიდებული მაშებით და მანქანაში ჩამაგდეს, კარები დახურეს და სიბნელემ დაისადგურა. გარედან ხმაური შემოდიოდა. ეტყობა ჩემს ძმას დასდევდნენ, მაგრამ მე ჩემი კივილით ის გავაფრთხილე, რომ გასცლოდა ადგილს.



მანქანა დაიძრა. მე ვერაფერს ვეღარ ვხედავდი. საშინელი ტკივილი მქონდა. მუცელში ლეკვები აღარ მოძრაობდნენ. მანქანა ცოტა ხანში გაჩერდა. გარედან რაღაც ხმები გაისმა… `პატრონის~ ხმა! მე მინდოდა დამეყეფა, მაგრამ თითქმის უსულოდ ვეგდე და ძალა აღარ მქონდა. `პატრონი~ ვიღაცას უყვიროდა… მანქანა ისევ დაიძრა. რამოდენიმე საათში კარი გაიღო. ისევ რკინის მაშები მომიჭირეს მუცელზე და გადამაგდეს რაღაც მეორე მანქანაში, რომელსაც გალია ჰქონდა მოწყობილი. მძიმედ ჩამაგდეს. იატაკზე სისხლი და ტალახი იყო. იქვე ორი მკვდარი ძაღლი ეგდო, ალბათ ჩემნაირად დაჭერილი და შემდეგ უწყლოდ და უსაკვებოდ ნატანჯი. ადამიანი ყველაზე საშიშია. რა უნდათ ჩვენგან. თუ მაინც უნდა დაგვხოცონ, ისე მაინც მოგვკლან, რომ არ ვიტანჯოთ, ან რა დავაშავეთ, განა ჩვენი ბრალია, რომ დავიბადეთ და `მაწანწალა~ ცხოვრება გვიბოძა ღმერთმა?



უკვე დაბნელდა. ზამთარი იყო. მციოდა. იატაკი რკინის იყო. ალბათ მალე მოვკვდები. აღარაფერი მახსოვს. ტკივილს მთელ სხეულში ვგრძნობდი. ნეტა მალე მოვკვდე… ”პატრონის” ხმა!!! გალიას შემოერტყა ხალხი. კარები გახსნეს. ”პატრონი”… ხელი მომკიდა, ფრთხილად ამიყვანა, ლაბადა გადამახურა. თავის მანქანაში ჩამსვა. რა ხდება? გადავრჩი? საიდან მომაგნო ”პატრონმა” ? ვინ იყო ის ხალხი? რა დავუშავე?…

მე “პატრონმა” სადღაც წამიყვანა, როგორც შემდეგ გაირკვა, თურმე თავშესაფარი ყოფილა. მეორე დღეს ”პატრონმა” წამიყვანა ვეტერინარულ კლინიკაში. ნემსი გამიკეთეს და დამეძინა. როდესაც გამოვფხიზლდი ისევ თავშესაფარში ვიყავი. მუცელზე ნაკერები მქონდა. ფეხმძიმობა აღარ მეტყობოდა, მაგრამ ლეკვები არსად სჩანდნენ. “პატრონი” დღეში რამდენჯერმე შემოდიოდა ჩემთან, მეალერსებოდა, საკვებს და წყალს მაწვდიდა, ნემსებს მიკეთებდა. თითქმის სულ გაბრუებული ვიყავი. სულ მეძინებოდა. …

გავიდა რამოდენიმე ხანი. “პატრონმა” ოთახიდან გამომიყვანა და გამაცნო თავშესაფრის სხვა ბინადარნი. ზოგიერთი მათგანიც ჩემნაირი ისტორიით იყო მოხვედრილი აქ. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. ვიღაც კარგი ხალხი გვივლიდა, გვეალერსებოდა, მაგრამ მე მხოლოდ “პატრონს” ვეკარებოდი. ის რომ გავიდოდა თავშესაფრიდან, მე კარებთან ვწვებოდი და მას ველოდი. მე მან გადამარჩინა, მე მისი ერთგული ვარ, მე იგი მიყვარს და მას ველოდები…


ჯესიკა 2007 წლის ზაფხულში “პატრონი”-ს მოლოდინში უცებ მოკვდა. მისი სიკვდილი ძველი ტრავმებით იყო გამოწვეული. მას სასახლე მოუწყვეს და დაასაფლავეს. თავშესაფარი ეკუთვნის “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”-ს. მისი პატრონი კი ამ საზოგადოების წევრი თეიმურაზ წიქორიძეა. ეს ნამდვილი ისტორიაა, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი-2″-მა და “მზე”-მ გადმოსცა ეთერით.

ეს რომ წავიკითხე, აი არ ვიციი რა : ( ცუდად ვარ ძალიან : ( რატომ უნდა იცოცხლონ ასეთმა დამპალმა ადამიანებმა, ეს ძაღლები არავის არ ერჩიან . საერთოდ არცერთი ძაღლი არავის არ ერჩის ცოფიანის გარდა, თუ არ გაამწარე რა თქმა უნდა : ( მეზიზღებიან ის ხალხი ვინც იჭერენ ძაღლებს, სიამოვნებთ ცხოველის წამება. არადა ძაღლები ყველაზე საყვარელი არსებები არიან, წრფელი სიყვარულით გიყურებენ თვალებში და ამის საფასურად არაფერს ითხოვენ ; ( ; (

ძაღლებს სიცოცხლის ბოლომდე შეუძლიათ ლოდინი, თუ მაინც არ გჯერათ უყურეთ ფილმს hachik – a dog’s story << ესეც ნამდვილი ამბავია.
რატომ არ შეიძლება საქართველოშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც უპატრონო ძაღლებს წაიყვანენ მოუვლიან და გაყიდიან, უცხოეთში ხომ ასე ხდება, ხო გვინდა ევროპელობა, რატომ ვართ სადისტები. რატომ არის ქართველ ძველ თაობაში ჩაბეჭდილი აზრი რომ ” ძაღლი გარეთ უნდა იყოს”, ” ძაღლის სახლში ყოლა არ შეიძლება” , ” ძაღლი ისეთივე ცხოველია როგორც სხვა დანარჩენები”. ძაღლები ხომ ბევრ ადამიანზე ერთგული, კეთილი და საყვარელი არსებები არიან : ( ჩემს ბონის რამე რომ დაემართოს ზედ დავაკვდები ; ((( ეხლა ისე ვარ, რომ ადამიანობა აღარ მომინდება მალე :| ყველაზე დიდი პირუტყვები ადამიანები ვართ, ცხოველებს ჩვენზე მეტი ესმით ამ ცხოვრების :cry:

წყარო : http://www.gspsa.org.ge





ავტორს იმედია არ ეწყინება ვიდეოს ჩამატება, ვფიქრობ საჭიროა ხალხმა იცოდეს, როგორ კლავენ დაჭერილ ძაღლებს
ბეჭდვა



#8, ავტორი: GeeK (6 მაი 2012 21:30)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 15.02.2012
E-mail: nino.turadze@mail.ru
ყველაზე საძაგელი ადამიანები არიან სადაც შემხდებიან იმ რკინას გავურცჰობ უკან ბლიატ : @@ angry


--------------------
FuCk ... visac me ar vevasebi :D

#7, ავტორი: -marilo- (17 თებერვალი 2012 15:42)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 11.02.2012
E-mail: marilo26marilo@mail.ru
ver vitan dampal damianebssss p20

#6, ავტორი: kuskusaaa (9 თებერვალი 2012 17:11)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 7.02.2012
E-mail: begiashvili1993@mail.ru
:((( p7

#5, ავტორი: toka (22 ოქტომბერი 2011 12:44)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 22.10.2011
E-mail: tornike@mail.ru
?????? ?????????????? ??????????????? ????????????????? ???????????????? ??????????????????????? ??????????????????????????...?????????? ?????????????????????????? ????? ????????????????????? ?????????????? ????? ?????????????? ????????????? ??????? ??????????????????? ????? ???????????????? ?????? ????????????????????? ????? ????????? ????????????????????? ?????? ???????????????,??????????? ?????????????????? ??????????????? ????????????????????? ????????????????? ??????????

#4, ავტორი: Q_nini (22 ივლისი 2011 11:27)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 16.07.2011
E-mail: qui_nni@rocketmail.com
MariamOo ?? ????
??????????????????? ??????? ?????????????????????? ?????? ?????????????????????????? ?????????????? ??????????? ??????? ??????????????????... ??????????? ?????????????? ??????????????? ????? ???????????????????? ??????????????????? ????? ???????? ???????????????????????, ??????????????????????, ??????????????????? ???????????????? ????????????????????? p7 2 ????????????? ????????????? ??????????????? ????????? ????????????? ?????????????????? ?????????????? ????? ?????????????????? ????????? ????????? ?????????????? ????? ??????????? ????????? ??????????? ???????????????????????? 39 39

#3, ავტორი: yipo (17 ივნისი 2011 10:30)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 17.06.2011
E-mail: g1o.yipiani@yahoo.com
????? ????????????? ????????????????? ... ???????????? ????????????? ???????????? ???????????????????? ?????? ????? ???????? ????? ??????? ????????????????? ?????????????????????? ????? ??????????????????????????????? ??????????????????? ?????????????????????? ???????????? ?????? ??????????? ??????????? ????????????? ????????????????

#2, ავტორი: tatiko (16 ივნისი 2011 12:11)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 16.06.2011
E-mail: tatiko10@posta.ge
????? ?????????????????????? ????????????? ????????????????????????? ??????? ?????????????? ??????????????????? ??????????? ??????????????????? ??????? ????????????????????? ?????????????????????????? ????????????? ???????????? ?????? ?????????????????????? ??????????? ??????????? ???????????????????????????? :&:&:&: p7 p7 26 66 39

#1, ავტორი: toma (16 ივნისი 2011 04:23)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 8.05.2011
E-mail: qindera@rambler.ru
??????????????? 48
ინფორმაცია
ჯგუფ guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ჩემი ანგარიში:
რეგისტრაცია
პაროლის გახსენება
რეკლამა:








რეკლამა:
რეკლამა:

რეკლამა:
ხმის მიცემა:
რას შეცვლიდით საიტზე
არაფერს
უფრო მეტი სიახლე
საიტის ინტერიერს
კატეგორიებს
დავამატებდი კონკურსებს



navige Free Page Rank Tool

2010 © All Rights Reserved
Template by Website Creation