23412734553117670422.png
საიტის უკეთესად სანახავად გთხოვთ შეცვალეთ და შემოდით შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Google Chrome, Apple Safari, Netscape Navigator

თქვენ ხართ: საიტზე » პროზა » მოლოდინი – გოდერძი ჩოხელი  |  თქვენი IP:
[sort]
კატეგორია: პროზა ნანახია: (601) |  კომენტარები: (0) ავტორი: marimarikuna  |  5-06-2011, 13:44  |  | გაუზიარე მეგობრებს


- ასე მგონია, ვიღაცა უნდა შემხვდეს.
- ვინ უნდა შეგხვდეს?
- რა ვიცი.
- მაშ, რატომ გგონია?
- იცი, მე ის მიყვარდა.
- როდის?
- ეგ არ ვიცი როდის, ალბათ დიდი ხნის წინათ.
- მაინც?
- მანამ დავიბადებოდი.
- ვერ გავიგე.
- შეიძლება მაშინ დაბადებულიც ვიყავი, მაგრამ სხვაგან. მე იქ მიყვარდა და ეხლაც სულ იმას ვეძებ.
- რომ არ შეგხვდეს?
- ეგეც შეიძლება.
- უცოლო ხომ არ დაბერდები, მოიყვანე ვინმე.
- ვინ?
- რა ვიცი, ვინმე.
- არა, არა, ეგრე როგორ მოვიყვანო.
- ის რომ არ შეგხვდეს?
- ხომ მიყვარს?
- ეგეთი სიყვარული არ გამიგონია, არ იცნობ, არ გინახავს და გიყვარს.
- ჰო, მიყვარს.
- იქნებ არ გიყვარს?
- მაშ, რატომ მგონია, რომ უნდა შემხვდეს?
- იქნებ სიზმარში ნახე.
- არა, სხვაგან ვნახე სადღაც.
- გარეგნობა გახსოვს, როგორი აქვს?
- არა, არ მახსოვს.
- მაშ, როგორ უნდა იცნო, რომ შეგხცდეს?
- ვიცნობ. ვიცი, რომ ვიცნობ. არ შეიძლება რომ არ ვიცნო.

* * *

- არ შეგხვდა?
- არა, არ შემხვდა.
- მერე?
- რა მერე?
- არ მოიყვანე ცოლი?
- არა.
- კიდევ იმას ელოდები?
- ჰო.
- რამდენი წლის ხარ?
- სამოცდაექვსის.
- კიდევ გიყვარს?
- კიდევ.
- იქნებ შეგხვდა და ვერ იცანი!
- ჰა?!
- არა, არაფერი.
ბეჭდვა


ინფორმაცია
ჯგუფ guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ჩემი ანგარიში:
რეგისტრაცია
პაროლის გახსენება
რეკლამა:










რეკლამა:
რეკლამა:

რეკლამა:
ხმის მიცემა:

2010 © All Rights Reserved

navige
Free Page Rank Tool
Template by Website Creation