ეთერშია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 12:30 საათზე
საუბარი, მსჯელობა, კამათი, ჭორაობაც კი - მოკლედ, ვერბალური კომუნიკაციის ნებისმიერ ფორმას მხოლოდ “იმედის” პროექტში - ”დღის შოუში” შეხვდებით. დოდო ხურცილავა , ნანიკო ხაზარაძე და სალომე კასრაძე , სამი განსხვავებული ასაკის, შეხედულებებისა და ფასეულობების მქონე ქალი, თქვენთვის საინტერესო თემებზე საუბრობენ.
[center]

რაზე? ყველაფერზე! - დაწყებული პირადი, ქალური ისტორიებით, აქტუალური სოციალური პრობლემებით დამთავრებული. ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, “დღის შოუ” პირდაპირ ეთერშია.
ყოველთვის განსაკუთრებულ სტუმრებთან ერთად, რომლებიც შოუს თავისუფალ და ინტიმურ გარემოში სულ სხვა, აქამდე თქვენთვის უცნობი კუთხით წარმოჩინდებიან. შემოგვიერთდით, ერთად ვისაუბროთ კომპლექსების გარეშე![/center]
რომელი წამყვანი მოგწონთ ? უყურებთ თუ არა დღის შოუს ხშირად ?