| საიტის უკეთესად სანახავად გთხოვთ შეცვალეთ და შემოდით შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Google Chrome, Apple Safari, Netscape Navigator |
[sort]
ერთ სოფელში კლდეს უეცრად უზარმაზარი ქვა მოსწყდა და კლდის ძირას გამავალი გზა ჩაკეტა. სიარული შეუძლებელი გახდა, სოფლელები წუხდნენ, ინჟინრები მოიწვიეს და რცევა სთხოვეს.
ერთმა ინჟინერმა თქვა, ქვა დავამტვრიოთ და ნაწილ-ნაწილ გავზიდოთო, რა მისი აზრით 300 ლარი ეღირებოდა.
მეორე ინჟინერმა კი თქვა, რელსები დავაგოთ, ქვა საგორავებზე შევაყენოთ და დავაგოროთო, რაც მისი აზრით 400 ლარი დაჯდებოდა.
მათ საუბარს ერთი გლეხი უსმენდა.
— 20 ლარი მომეცით და ორ დღეში ეგ ქვა მანდ აღარ იქნებაო, — უთხრა გლეხმა.
ხალხი დათანხმდა და გლეხს ოცი ლარის გარდა საჩუქრებსაც შეპირდნენ.
მესამე დღეს მოვიდნენ სანახავად და გაოცებულები დარჩნენ: ქვა, მართლაც აღარ იყო. იქნებ მიხვდეთ, როგორ მოახერხა გლეხმა ორ დღეში ქვის აღება??? |
|
|
|
|
ინფორმაცია |
| ჯგუფ guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. |
|
|