23412734553117670422.png
საიტის უკეთესად სანახავად გთხოვთ შეცვალეთ და შემოდით შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Google Chrome, Apple Safari, Netscape Navigator

თქვენ ხართ: საიტზე » ეს საინტერესოა » საწოვარა ბავშვისთვის მავნებელია !  |  თქვენი IP:
[sort]
კატეგორია: ეს საინტერესოა ნანახია: (416) |  კომენტარები: (0) ავტორი: rati  |  20-05-2011, 11:19  |  | გაუზიარე მეგობრებს


ამ დრომდე არსებული მოსაზრების თანახმად, საწოვარა მხოლოდ კბილების დეფორმაციას იწვევდა, ახლა კი ექიმებმა ისიც დაადგინეს, რომ მისი რეგულარული მოხმარება ბავშვებში ოტიტის (ყურის ანთების) გამომწვევი მიზეზიც ხდება. აღნიშნული ფაქტი ჰოლანდიელმა სპეციალისტებმა 5 წლიანი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომელშიც 500-ზე მეტმა ჩვილმა მიიღო მონაწილეობა. ბავშვებზე განხორციელებულმა დაკვირვებებმა ცხადყო,რომ ყურთან დაკავშირებული ინფექციების გაჩენის რისკი საწოვარას შეჩვეულ პატარებში ორჯერ იზრდება.

ამ პრობლემას საკმაოდ სერიოზული ყურადღება დაუთმეს გერმანელმა სპეციალისტებმაც, რომლებმაც 4 წლამდე ასაკის 476 ბავშვის მდგომარეობა გამოიკვლიეს და გამოავლინეს, რომ 90 მათგანი ოტიტის გაჩენის სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა. ექიმები ფიქრობენ, რომ ამ არასასიამოვნო დაავადების გამოწვევა შემდეგნაირად ხდება: საწოვარას დახმარებით სახის მიდამოებიდან ჯერ ცხვირში, შემდეგ კი შუა ყურში უფრო ბევრი ბაქტერია ხვდება. აქედან გამომდინარე, ისინი მშობლებს კატეგორიულად არ ურჩევენ ბავშვებისთვის საწოვარას მიცემას


წყარო: ქრონიკა
ბეჭდვა


ინფორმაცია
ჯგუფ guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ჩემი ანგარიში:
რეგისტრაცია
პაროლის გახსენება
რეკლამა:










რეკლამა:
რეკლამა:

რეკლამა:
ხმის მიცემა:

2010 © All Rights Reserved

navige
Free Page Rank Tool
Template by Website Creation